გამოცემა CNN-ის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები, შესაძლოა, კონტრშეტევის შესაფერხებლად გამოიყენოს.
"რუსეთმა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმები გამოიყენოს უკრაინაზე, რათა აიძულოს კიევი, გადადოს კონტრშეტევის დაწყება. ამერიკელი ოფიციალური პირის ციტირებით, რუსულმა ჯარებმა ჩვეულებრივზე მეტი ჭურვის გამოყენება დაიწყეს. ასე რომ, მტერი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის დაბნევას ცდილობს", - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განახორციელა. CNN-ის თქმით, ოკუპანტების მთავარ სამიზნეს უკრაინის დედაქალაქი წარმოადგენდა.
უკრაინის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა საგრძნობლად გაზარდეს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების რაოდენობა.