logo
ENG



Cactus Media: საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 748 დოზა დაიკარგა

29 აპრ 202100:07
3 წუთის საკითხავი
 
Cactus Media: საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 748 დოზა დაიკარგა

საქართველოში 15 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით, სულ 748 დოზა COVID 19-ის ვაქცინა დაიკარგა.

ინფორმაცია Cactus Media-მ გამოითხოვა.

მათი ცნობით, დანაკარგი არის როგორც Pfizer-ის, ასევე AstraZeneca-ს ვაქცინების შემთხვევაში.

ერთ ფლაკონში 10 დოზა ვაქცინაა.

თითოეული მათგანი გახსნიდან 6 საათში უნდა დაიხარჯოს. ვაქცინის დაკარგვა გულისხმობს, როდესაც ფლაკონი იხსნება, მაგრამ აცრის მსურველთა საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო, ვაქცინების ნაწილი გამოუსადეგარი ხდება.

Cactus Media-ს ინფორმაციით, ვაქცინების დანაკარგების გადანაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი -423
  • აჭარა - 66
  • გურია - 39
  • იმერეთი - 74
  • კახეთი - 22
  • მცხეთა-მთიანეთი - 46
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4
  • სამცხე-ჯავახეთი - 11
  • ქვემო ქართლი - 29
  • შიდა ქართლი - 28

close დახურვა