მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებდა, გვეგონა, რომ მსოფლიო დაკეტილი იყო და არათუ საზღვრების დატოვება, რეგიონში გადაადგილებაც კი შეუძლებლად მიგვაჩნდა, ახალგაზრდა ქართველი მოგზაური სხვადასხვა კონტინენტს იპყრობდა. სოსო ნებიერიძის თავგადასავალი 13 წლის წინ დაიწყო. მაშინ პირველად გასცდა საქართველოს და მეზობელი თურქეთისკენ აიღო გეზი. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ მოგზაურის ანგარიშზე უკვე 44 ქვეყანა და დაგროვილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებია. უცხო კულტურის აღმოჩენით მიღებულ გამოცდილებას ის საკუთარ აუდიტორიას სოციალური ქსელებით უზიარებს.
Check-in Africa - დროება
10 ოქტ 202120:29
3 წუთის საკითხავი