logo
ENG



Covid 19-ის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

11 ივლ 202110:56
3 წუთის საკითხავი
 
Covid 19-ის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 კვლევა, მათ შორის 8 658 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 11 623 კი PCR-ით.

7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,69%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3,79%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4,18%.

ვაქცინციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, NCDC-ის ინფორმაციით, სულ ჩატარებულია 302 388 აცრა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ერთჯერადად, ისე ორივე დოზით აცრილ მოქალაქეებს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 609 შემთხვევა;
  • აჭარა - 78;
  • იმერეთი - 65;
  • ქვემო ქართლი - 40;
  • შიდა ქართლი - 11;
  • გურია - 6;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24;
  • კახეთი - 70;
  • მცხეთა-მთიანეთი - 13;
  • სამცხე-ჯავახეთი - 21;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

close დახურვა