„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ, რაიონები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა, მოსახლეობას კი, დროულ და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდება.
საკითხზე DRI-მ ანგარიშიც მოამზადა. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, კონფლიქტის ყველა მხარე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჯანდაცვის სისტემების სხვადასხვა მექანიზმზე უნდა შეთანხმდნენ, მათ შორის, ექიმების უსაფრთხო გადაადგილებასა და შესაბამის სამედიცინო მომსახურეობის გაწევის საკითხზეც
„გამშვები პუნქტის პერმანენტული ჩაკეტვა მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. სპეციალური ჯანმრთელობის მქონე პირებიც, რომლებიც ხშირად ვერ ახორციელებდნენ შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას, საუბარია ასევე პენსიონერებზე, რომლებსაც ეზღუდებოდათ უფლებები. მივმართეთ მთავრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა არსებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის“, - განაცხადა DRI-ის მკვლევარმა რუსუდან ფუხაშვილმა.