ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მთავრობას სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების საკითხის მოგვარებას სთხოვს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, სოცმუშაკებს რთულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. ბენეფიციართან გადაუდებელი ვიზიტის საჭიროებისას მათ საკუთარი ხარჯებით უწევთ ტაქსით გადაადგილება. EMC-ში ფიქრობენ, რომ კრიზისის პირობებში მოწყვლად ჯგუფებთან ეფექტიან მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„სოციალური მომსახურების სააგეტოს გამოეყო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სადაც ახლა არიან სოციალური მუშაკები. სატრანსპორტო საშუალებები დარჩა სააგენტოს სოციალურ მუშაკებს, დღეს არ აქვთ სატრანსპორტო საშუალებები, მათ უწევთ საკუთარი სახსრებით ტაქსით გადაადგილება და იმ ფუნქციის შესრულება, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კოტე ერისთავმა.