logo
ENG



EMC: სახელმწიფო ვერ ახერხებს თვითდასაქმებულების ყველაზე მოწყვლად ნაწილს დაეხმაროს

28 აპრ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

რატომ დატოვა ხელისუფლებამ ერთჯერადი დახმარების გარეშე თვითდასაქმებულების ნაწილი - ანტიკრიზისული გეგმის ეს კომპონენტი ბუნდოვანია არასამთავრობო სექტორისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ფიქრობენ, რომ  სოციალური დახმარების პაკეტი პროცედურულ ბარიერებსაც შეიცავს. 

როგორც EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი აცხადებს, სოციალურად გაჭირვებული ადამიანების დიდი ნაწილი დახმარების გარეშე რჩება.

„მედია, სახელმწიფო არ იკვლევს არ აღრიცხავს თვითდასაქმებულებებს. დღეს პრობლემებს წავაწყდით, რომ ადმინისტრაციული პრობლემების გამო, სახელმწიფო ვერ ახერხებს დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად ნაწილს თვითდასაქმებულების. იმ ადამიანებს, რომელთაც დახლიც კი არ აქვთ ვაჭრობისთვის, ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობენ - ძიძები, დამლაგებლები, დამხმარეები... ადამიანები, რომლებიც უმუშევრები იყვნენ და დამოკიდებული იყვნენ მთლიანად ან ნაწილობრივ უცხოურ ფულად გზავნილებზე და უკიდურესად შემცირებულია გზავნილები და მათი დიდი ნაწილიც დარჩა შემოსავლების გარეშე. გარდა ამისა, შშმ პირების მცირე ნაწილი მოიცვა ამ პაკეტმა. უსახლკარო პირები, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია დღეს“, - აცხადებს ერისთავი.
იხილეთ ვინ მიიღებს სოციალურ დახმარებას ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.

 


close დახურვა