ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დანიშვნის პროცესზე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა. როგორც EMC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, მოსახლეობის 55% უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესს არ ენდობა.
შერჩევის პროცესს მხოლოდ 29% ენდობა, ხოლო 16%-მა კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის.
გარდა ამისა, კითხვაზე - საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად წარმართა თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესი, გამოკითხულთა 53% უარყოფითს პასუხს აფიქსირებს.
იხ. სატელეფონო გამოკითხვის სრული შედეგები.