logo
ENG



EMC ანტიკრიზისულ გეგმაზე: ბევრი ადამიანი დარჩა დახმარების გარეშე

28 აპრ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

რატომ დატოვა ხელისუფლებამ ერთჯერადი დახმარების გარეშე თვითდასაქმებულების ნაწილი? ანტიკრიზისული გეგმის ეს კომპონენტი ბუნდოვანია არასამთავრობო სექტორისთვის.  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრში ფიქრობენ, რომ  სოციალური დახმარების პაკეტი პროცედურულ ბარიერებსაც შეიცავს.

როგორც EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი აცხახდებს, შემუშავებული  მოდელი უფრო მეტად მოქნილი უნდა იყოს. ორგანიზაციაში ასევე ფიქრობენ, რომ დახმარება ყველა მოწყვლადმა ჯგუფმა უნდა მიიღოს. 

„კარგია, რომ სახელმწიფომ სახსრების მობილიზება გააკეთა და შეიმუშავა სოციალური დახმარების პაკეტი, მაგრამ ბევრი ჯგუფი დახმარების გარეშე რჩება. სახხელმწიფომ დამატებით რესურსების მობილიზება უნდა შეძლოს. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, რომ იზრუნოს საარსებო რესურსების გარეშე დარჩენილ ადამიანებზე“, - აცხადებს ერისთავი.

ნახეთ ვინ მიიღებს სოციალურ დახმარებას ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.


close დახურვა