logo
ENG



EU-ის ანგარიში: იყო სახალხო დამცველზე ზეწოლა სენსიტიურ საკითხებზე გამოხმაურების გამო

14 აგვ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებას ეხება, აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და მისმა აპარატმა განიცადეს ზეწოლა, რადგან ეხმაურებოდნენ სენსიტიურ საკითხებს. 

ანგარიშში ზოგადად ნათქვამია, რომ საქართველოში იყო უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში. 

"სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები". - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში. 


close დახურვა