logo
ENG



EU-ის წარმომადგენლობა: პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა

09 აპრ 202411:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/ezcprg14k9wkynz.jpg

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება.

"1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა. ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა", - ნათქვამია განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. ამ ღამეს ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა. სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის სამი 16 წლის მოზარდიც იყო.


close დახურვა