logo
ENG



EU-ის წარმომადგენლობა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველებს, ერთად ვგლოვობთ შოვში დაღუპულებს

07 აგვ 202312:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/07/pz2jr34wlocivhk.jpg

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მწუხარებას გამოთქვამს  შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. 

"ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს", - ნათქვამია EU-ის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The European Union Delegation stands in solidarity with the people of Georgia as we mourn together the lives lost in the Shovi landslide on 3 August. pic.twitter.com/Vziw0w31K5

— EU Delegation Georgia

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა