logo
ENG



EU-მ და ჯანმო-მ საქართველოს ცივი ჯაჭვის მაცივრები და ვაქცინის გადასატანი ავტომობილი გადასცა

29 სექ 202116:29
3 წუთის საკითხავი
 
EU-მ და ჯანმო-მ საქართველოს ცივი ჯაჭვის მაცივრები და ვაქცინის გადასატანი ავტომობილი გადასცა

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ცივი ჯაჭვის მაცივრები და ვაქცინის გადასატანი ავტომობილი გადასცა. 

როგორც ღონისძიებაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, მაცივრები საქართველოს მასშტაბით უკვე განაწილებულია ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში. 

"ქვეყანამ მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული 300 მაცივარი, რომლის ნაწილი უკვე გადაეცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ქვეყნის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს შესაძლებლობას იმისათვის, რომ უსაფრთხოდ უზრუნველყონ ვაქცინაციის პროცესი დაა შეინახონ ვაქცინები შესაფერის პირობებში. ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინის გადასატანი ავტომობილი, რომელიც ასევე გადაეცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პროექტის ფარგლებში", - თქვა გაბუნიამ.


close დახურვა