logo
ENG



EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობა დაიწყო - იაბლონსკი

04 ივნ 202219:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/04/y2h51c2rhj4jv0e.png
ფოტო: Unian

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პაველ იაბლონსკის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობა დაიწყო.

როგორც იაბლონსკიმ აღნიშნა, სანქციები უნდა იყოს უფრო მკაცრი, განსაკუთრებით რუსული გაზის კონტექსტში.

"ასევე იმ კონტექსტში, რომ ყველა რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვა უნდა მოხდეს. ძირითადად ვსაუბრობ გაზპრომბანკზე, რომელსაც რუსეთი მრეწველობის მიმართულებით იყენებს", - თქვა მან.

იაბლონსკი ამბობს, რომ ასევე აუცილებელია ემბარგო რუსულ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ქვეყანა სხვებს აწვდის ან თავისი მრეწველობისთვის იყენებს. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ევროპაში რუსული აქტივების კონფისკაცია და არა უბრალოდ გაყინვა. პოლონელი დიპლომატის თქმით, სამუშაოები ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 2 ივნისს დაამტკიცა, რომელიც მოიცავს როგორც კომპანიებს ისე კერძო პირებს


close დახურვა