logo
ENG



EU-მ სანქციების გზით რუსი ოლიგარქების €18.9 მლრდ ღირებულების აქტივები გაყინა

10 დეკ 202219:22
3 წუთის საკითხავი
clock 359
EU-მ სანქციების გზით რუსი ოლიგარქების €18.9 მლრდ ღირებულების აქტივები გაყინა

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების გზით რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების €18.9 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს.

ევროკავშირის მიერ ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი €3.5 მილიარდი ბელგიამ დაბლოკა. მას მოსდევს ლუქსემბურგმა 2.5 მილიარდი ევრო, იტალიამ, 2.3 მილიარდი და გერმანიამ 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს.

სიის ბოლოშია მალტა, რომლის ე.წ ოქროს პასპორტის სქემა მათ შორის რუსი ინვესტორებისთვისაც მოქმედებს. აქ რუსი ოლიგარქების €146 558 ევროს ღირებულების ქონებაა დაბლოკილი.

ევროკავშირმა უკრაინაში ომში მათი როლის გამო საერთო ჯამში 1 241 ინდივიდსა და 118 კომპანიას დაუწესა სანქციები: მათი ქონება გაყინა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.


close დახურვა