logo
ENG



EU-მ უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დაამტკიცა

24 მაი 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/24/c2hhvucqelt4juj.jpg

ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება საბოლოოდ დაამტკიცა.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის დახმარების მეოთხე პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი უკრაინისთვის გამოყოფს, რითაც EU-ს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა ორ მილიარდ ევროს მიაღწევს.

უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება მოხმარდება ქვეყნისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას, როგორიცაა ტანკები და არტილერია.

"დღეს, უკრაინის ბრძოლის ველზე ხვალინდელი ისტორია იწერება. ამ 500 მილიონი ევროს ჩათვლით, ევროკავშირმა ჯამში 2 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის EU-ს წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ტექნიკის მიწოდების მხარდასაჭერად.

ეს მხარდაჭერა - ევროპული ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან გააგრძელონ დახმარება. ჩვენ ვაკეთებდით ამას ომის დაწყებიდან და გავაგრძელებთ ბოლომდე“, - ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. 


close დახურვა