logo
ENG



EU-მა სომხეთისთვის €202.5 მლნ-ის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი ოფიციალურად დაადასტურა

22 თებ 202612:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/22/zozd6zpepst7fwf.jpg

ევროკავშირმა სომხეთისთვის 202,5 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი ოფიციალურად დაადასტურა. ეს გადაწყვეტილება წინ უსწრებს ევროკავშირი-სომხეთის პირველ ერთობლივ სამიტს, რომელიც 2026 წლის მაისშია დაგეგმილი.

2025 წელს სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტი საბოლოოდ მიიღო.

ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა.

2025 წლის 14 იანვარს სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ სომხეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, ის ასევე ესტუმრა აზერბაიჯანსაც - კავკასიაში ვიზიტის ფონზე, ჯეი დი ვენსი საქართველოში არ ჩამოსულა. 


close დახურვა