ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება.
ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აპირებს, რომ უკრაინას ეს თვითმფრინავები მიაწოდოს და აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ უკრაინას ქვეყნები უშუალოდ თვითმფრინავებს გადასცემენ, და არა მათთვის განკუთვნილ დაფინანსებას.
ბორელის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოითხოვა თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინული საჰაერო ძალები გამოიყენებენ. უკრაინული გამანადგურებელი თვითმფრინავები - მიგი და სუხოი.