logo
ENG



EUMM ადასტურებს, რომ მეჯვრისხევში მათ ჯგუფს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს

17 იან 202314:14
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 13 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამონიტორინგო ჯგუფს სოფელ მეჯვრისხევში, ადმინისტრაციულ საზღვართან, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც ფორმულას EU-ის წარმომადგენლობაში უთხრეს, ინციდენტის შედეგად არ შექმნილა საფრთხე. მათივე თქმით, დამკვირვებლებმა უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამონიტორინგო ჯგუფს სოფელ მეჯვრისხევში რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს

მისივე თქმით, ამის ვიდეო მტკიცებულება არ აქვს, თუმცა მომხდარი თვითმხილველმა დაუდასტურა.

ფორმულა დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება კომენტარი.


close დახურვა