logo
ENG



EU რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მსჯელობს, შესაძლოა, ემბარგო დაედოს რუსულ ნავთობს

21 მარ 202213:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/b5ysm5rc1u5mpv2.png

ლიეტუვის და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციები უნდა გააძლიეროს და ისინი ენერგეტიკის სექტორისკენ მიმართოს. 

უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთს უკვე დაუწესა მკაცრი სანქციები, მათ შორის, გაყიდა ცენტრალური ბანკის აქტივები. პერსონალური სანქციები შეეხოთ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს და ოლიგარქებს. 

თუმცა, რუსეთის ომი უკრაინაში უკვე 26 დღეა, გრძელდება. ქალაქი მარიუპოლი ალყაშია, რუსეთი მოქალაქეებს ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს, ამასთან, ქალაქს არ მიეწოდება წყალი, საკვები და ელექტროენერგია. 

"როცა ვუყურებ ნგრევის მასშტაბებს უკრაინაში, ძნელია თქმა, რატომ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა ენერგეტიკის სექტორზე, განსაკუთრებით ნავთობსა და ქვანახშირზე". - თქვა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენიმ ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. 

დიპლომატებმა Reuters-ს უთხრეს, რომ ბალტიის ქვეყნები, მათ შორის ლიეტუვა შემდგომ ლოგიკურ ნაბიჯად სწორედ ნავთობის და ქვანახშირის ემბარგოს განიხილავენ. თუმცა, გერმანია აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება მეტისმეტად სწრაფად მიმდინარეობს,ხოლო ენერგოპროდუქტებზე ევროპაში ფასები ისედაც მაღალია. 

"გარდაუვალია, დავიწყოთ საუბარი ენერგეტიკულ სექტორზე, ნამდვილად შეგვიძლია, ვისაუბროთ ნავთობზე, ვინაიდან ამით შედის ყველაზე მეტი თანხა რუსეთის ბიუჯეტში. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ არ უნდა დავითალოთ უკრაინის დახმარებით". - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთის სანდოობა ისედაც ბეწვზე ეკიდა. 

24 მარტს ბრიუსელში ნატოს რიგგარეშე სამიტი იმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც დაესწრება, ასევე, გაიმართება შეხვედრა დიდი შვიდეულის ფარგლებში, რომელშიც იაპონიაც შედის. 


close დახურვა