logo
ENG



EU უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს

25 ივნ 202410:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/t949dykmxuy6p3l.jpg

დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს

გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის მოლაპარაკებაა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები განიხილება და თანხმდება.

კონფერენციაზე ევროპული მხარე მოლაპარაკებების ჩარჩოს წარადგენს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.

 

 


close დახურვა