logo
ENG



EU უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით 4.5 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს

16 მარ 202400:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/16/02qkwr5rsb8hvn2.jpg

ევროკავშირი მომავალ კვირას უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა საბიუჯეტო საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამით ვახორციელებთ ინვესტიციას ჩვენს უსაფრთხოებაში", - წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში.

27 თებერვალს, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით - 536 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა.

1 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე კონსენსუსს მიაღწიეს.


close დახურვა