logo
ENG



Economist-ის პროგნოზით, საქართველო მასობრივ იმუნიზაციას 2022 წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს

01 თებ 202110:54
3 წუთის საკითხავი
clock 1666
Economist-ის პროგნოზით, საქართველო მასობრივ იმუნიზაციას 2022 წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს

ეკონომისტის პროგნოზით, 85-ზე მეტი ღარიბ ქვეყანას კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა, სულ მცირე, 2023 წლამდე არ ექნება.

განვითარებად ქვეყნებში კი მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა 2022 წლის ბოლომდე ვერ იქნას მიღწეული.

გამოცემის საგამოძიებო ჯგუფი მასობრივი იმუნიზაციის დასრულებას 2022 წლის ბოლომდე არ პროგნოზირებს საქართველოშიც. 

გამოცემა მიუთითებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ვაქცინების შეტანა დაიწყო, თუმცა, მასობრივ იმუნიზაციას დრო დასჭირდება - მთავარი პრობლემა წარმოებაა, ვინაიდან განვითარებულმა ქვეყნებმა წინასწარ შეუკვეთეს ვაქცინების საჭიროზე მეტი რაოდენობა. 

Economist წერს, რომ მასობრივ იმუნიზაციას მნიშვნელოვანი თანხა დასჭირდება, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს კი შეზღუდული ფისკალური რესურსები აქვთ. 

იმაზე, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ ვაქცინებს უახლოეს მომავალში, მთავარ როლს "ვაქცინის დიპლომატია" შეასრულებს. 

ჟურნალ ეკონომისტის გამოძიების ჯგუფმა გამოთვალა, რომელი ქვეყნები სავარაუდოდ როდის შეძლებენ ვაქცინის მიღებას: 

მდიდარი ეკონომიკის ქვეყნებში პრიორიტეტული - რისკ-ჯგუფები 2021 წლის მარტის ბოლომდე აიცრებიან

საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში ვაქცინაციის გრაფიკი 2022 წლის ბოლომდე გაიწელება. 

უფრო ღარიბი ეკონომიკის ქვეყნებში, თუ ფართო ვაქცინაცია საერთოდ მოხერხდა, 2023 წლამდე ვერ მიიღწევა. 

2021 წლის დასაწყისში განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდება fizer-BioNTech-ის (აშშ-გერმანია), მოდერნას (აშშ) და ასტრაზენეკას (დიდი ბრიტანეთი - ოქსფორდი) ვაქცინებით. ჩინეთი და რუსეთი თავიანთ წარმოებულ ვაქცინებს გამოიყენებენ როგორც თავიანთი მოსახლეობისთვის, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ეგვიპტეში - ეს ორმხრივი დიპლომატიური შეთანხმებით გადაწყდა. ეს წარმოშობს "ვაქცინის დიპლომატიას" - რუსეთი და ჩინეთი შეეცდებიან, გაიუმჯობესონ თავიანთი საერთაშორისო სტატუსი ვაქცინების მიწოდებით მიმდინარე წელს და მომავალში. 

ქვეყნები, რომლებიც რიგში მოწინავე ადგილებს იკავებენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და აშშ, ასევე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, რისკ-ჯგუფების მასობრივ ვაქცინაციას მარტის ბოლომდე დაასრულებს. სხვა მდიდარი ქვეყნები - ივნისის ბოლოსთვის. 

ეს ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა 2021 წლის შუა პერიოდიდან ზრდას დაიწყებს და ეს წლის მესამე-მეოთხე კვარტლებში უფრო დაჩქარდება. თუმცა, ცხოვრება ჩვეულ რიტმს ჯერაც ვერ დაუბრუნდება, ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაცია 2022 წლის შუამდე მაინც გაგრძელდება. 

რუსეთმა, რომელმაც თავისი ვაქცინა შექმნა, შეიძლება ვაქცინაციის გრაფიკი მდიდარი ქვეყნების მსგავსი ჰქონდეს და მასობრივ იმუნიზაციას 2022 წლის შუა პერიოდში მიაღწიოს. 

საშუალო შემოსავლის მქონე სხვა ქვეყნებს, მათ შორის მექსიკას და ბრაზილიას ვაქცინებს კლინიკური ცდების და საბინაო წარმოების ქარხნების სანაცვლოდ დაჰპირდნენ, ამიტომ შესაძლოა, რისკ-ჯგუფების აცრებზე წვდომა მათაც ადრეულ ეტაპზე ჰქონდეთ. თუმცა, მასობრივი იმუნიზაციის მიღწევა მათ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება ფისკალურ სივრცეზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების რაოდენობაზე, ინფრასტრუქტურასა და პოლიტიკაზე.

ჩინეთსა და ინდოეთში, მოსახლეობის რაოდენობის გამო, მასობრივი იმუნიზაცია 2022 წლის ბოლომდე ვერ გაიწელება, ისევე, როგორც საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმეტეს ნაწილში. მათ შორის არის საქართველოც. 

საშუალოშემოსავლიანი ზოგიერთი სხვა ქვეყანა და მცრეშემოსავლიანი ქვეყნების უმეტესობა დამოკიდებულია COVAX პლატფორმაზე, რომელიც WHO-ს მიერ არის შექმნილი და ღარიბი ქვეყნებისთვის 6 მილიარდი დოზა ვაქცინა უნდა უზრუნველყოს. პირველი 2 მილიარდი დოზა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გადაეცემათ (COVAX პლატფორმა თითოეული წევრი ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს ფარავს). თუმცა, ვაქცინების მიწოდება შესაძლოა შენელდეს და ეს მდიდარი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდებით იყოს განპირობებული. ამიტომაც, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია შეიძლება 2023 წლამდე ვერ მოხერხდეს, თუ ეს საერთოდ მოხდა. 

მეთოდოლოგია: 

ეკონომისტის გამომძიებელთა ჯგუფმა სხვადასხვა ქვეყნისთვის კორონავირუსის ვაქცინის მიწოდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოთვალა: მარაგების შესახებ გაფორმებული შეთანხმებები, წარმოების გარიგებები, მოსახლეობის რაოდენობა და ჯანდაცვის მუშაკების ხელმისაწვდომობა. მონაცემები ასევე შედგენილია ამა თუ იმ ქვეყანაში კონკრეტული გარემოებების ანალიზით. 


close დახურვა