Edison Research-ის კვლევით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 43% ყველა მხარისათვის ერთნაირად ხელსაყრელად მიიჩნევს ევროკავშირის მიერ წარდგენილი 19 აპრილის შეთანხმებას.
მოსახლეობის 16% ფიქრობს, რომ შეთანხმება ძალიან ხელსაყრელი იყო ქართული ოცნებისთვის, 9%-ის აზრით კი, მიშელის დოკუმენტი ოპოზიციისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო. მოსახლეობის 8%-ის თქმით, შეთანხმება არცერთი მხარისთვის არ ყოფილა ხელსაყრელი.
გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ამ შეთანხმების შესახებ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.