logo
ENG



Edison Research: ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯარს, ეკლესიას და NCDC-ის აქვს

12 ოქტ 202017:03
3 წუთის საკითხავი
clock 2938
kvleva 23

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი ინსტიტუტებიდან ჯარს, ეკლესიას და დაავადებათა კონტროლის ცენტს ენდობა. ყველაზე ნაკლები კი - პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და ბანკებს.

ჯარს ენდობა 89%; არ ენდობა - 11;

ეკლესიას ენდობა - 85%; არ ენდობა - 15%;

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს ენდობა - 71%, არ ენდობა - 29%;

პოლიციას ენდობა - 68%, არ ენდობა - 32%;

უნივერსიტეტებს - ენდობა 68%, არ ენდობა - 32%;



ქართულ მედიას - ენდობა - 68%, არ ენდობა - 32%;

პრემიერმინისტრი - ენდობა 62%, არ ენდობა - 38%;

სახალხო დამცველი - ენდობა 60%, არ ენდობა - 40%;

ადგილობრივი ხელისუფლება - ენდობა 59%, არ ენდობა - 41%;

მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) - ენდობა 52%, არ ენდობა - 48%;



ცენტრალური საარჩევნო კომისია - ენდობა 55%, არ ენდობა - 45%;

არასამთავრობო ორგანიზაციები - ენდობა 51%, არ ენდობა - 49%;

საქართველოს პარლამენტი - ენდობა 49%, არ ენდობა - 51%;

საქართველოს პროკურატურა - ენდობა 47%, არ ენდობა - 53%;

სასამართლოები - ენდობა 46%, არ ენდობა - 54%;

პოლიტიკური პარტიები - ენდობა 42%, არ ენდობა - 58%;

საქართველოს პრეზიდენტი - ენდობა 41%, არ ენდობა - 59%;

ქართული ბანკები - ენდობა 40%, არ ენდობა - 60%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


close დახურვა