logo
ENG



Facebook-ზე მასობრივად იშლება პოსტები და ინფორმაცია, მათ შორის შოვის ტრაგედიის შესახებ

15 ივნ 202414:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/i29oow1ty3czsrq.jpg

Facebook-ის მომხმარებლების ცნობით, სოციალურ ქსელში მასობრივად იშლება კონტენტი, რომელიც შოვის ტრაგედიას ან ხელისუფლებისთვის სხვა სენსიტიურ ინფორმაციას უკავშირდება.

სავარაუდოდ, კოორდინირებული შეტევის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული მედია, მთის ამბებია. მათი Facebook გვერდიდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და მამხილებელ მასალებს შლიან

მთის ამბების გაზიარებული პოსტები არა მხოლოდ გამოცემის ოფიციალური გვერდიდან იშლება, არამედ იმ მომხმარებლების პირადი გვერდებიდანაც, ვისაც ეს მასალები გაზიარებული ჰქონდათ. 

მსგავსი შინაარსის განცხადებას ონლაინგამოცემა თაიმერიც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათი Facebook გვერდიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია იშლება.

"რამდენიმე წუთია, ჩვენი Facebook გვერდიდან მასობრივად იშლება ბალდის კანიონთან, შოვის ტრაგედიასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთნ დაკავშირებული ინფორმაციები, ასევე თაიმერის ექსკლუზიური ნიუსები და ფოტო-ვიდეო მასალები. ცოტა ხნით ადრე კი წაიშალა თაიმერის ოფიციალური Youtube არხი", - წერია განცხადებაში.

ამასთან, სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი წერს, რომ საქართველოს სასამართლოს გუშაგს 60-მდე პოსტი წაუშალეს, სადაც courtwatch.ge-დან გაზიარებული სტატიები ჰქონდათ.

"გუშინ ჩვენ, ანუ საქართველოს სასამართლოს გუშაგს, წაგვიშალეს ორივე ფეიჯზე 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული გვქონდა სტატიები courtwatch.ge-დან. ზოგიერთი სტატია 2022 წელს იყო დაწერილი. მიზეზად კიბერუსაფრთხოებას წერს. გარდა ამისა, სასამართლოს მონიტორინგის მოხალისეთა შიდა ჯგუფი გვაქვს და იქაც წაიშალა გარკვეული პოსტები, რომელიც მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

close დახურვა