„ფეისბუქმა" დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამების ნაწილი წაშალა. სოციალურ ქსელის ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი "ორგანიზებული სიძულვილის" ამკრძალავი წესის დარღვევა გახდა.
ტრაპის საარჩევნო შტაბს, სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი სიმბოლოს გამოყენებაში ადანაშაულებენ. პოსტებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამომრჩევლებს მოძრაობა "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა და შესაბამის პეტიციაზე ხელის მოწერას სთხოვდა.