logo
ENG



Facebook-მა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა

20 დეკ 201922:32
3 წუთის საკითხავი
 
es4x3h8y2ylfyzi.png

Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Facebook-ი აქვეყნებს. 

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22  ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გვერდების მართვაში ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ დროს ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „პანდა“ იყო ჩართული, რომელიც შემდეგ სარეკლამო კომპანიად გადაკეთდა.

„Facebook-მა საქართველოში 344 ფეისბუქგვერდი, 39 პროფილი, 22 ინსტაგრამის ანგარიში და 13 ფეისბუქის ჯგუფი წაშალა. ეს გვერდები ჯამში 440 000-ზე მეტ ანგარიშს ჰქონდა გამოწერილი. ჯამში, ამ გვერდების რეკლამირებაზე 316 000$-მდე დაიხარჯა. გვერდები შემჩნეული იყვნენ სამთავრობო პროპაგანდაში“, - წერია Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა