logo
ENG



Ford-ი რუსეთში მანქანების მიწოდებას წყვეტს

02 მარ 202202:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/teuiw7zoi0xu18g.png

ავტომობილებს მწარმოებელი კომპანია Ford-ი რუსეთში მანქანების მიწოდებას წყვეტს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. 

გარდა ამისა, კომპანია გადაურიცხავს 100 000 დოლარს საერთაშორისო ფონდს Global Giving Ukraine Relief Fund, რომელიც თავის მხრივ ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. 

მანამდე რუსეთში ავტომობილების მიწოდება შემდეგმა კომპანიებმა შეწყვეტის: მერსედესმა, BMW, იაგუარმა, ლენდ როვერმა, სიტროენმა, აუდიმ, ასევე General Motors-მა. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა