logo
ENG



Freedom House-ის ანგარიშში თავისუფლების შესახებ საქართველოს მაჩვენებელმა ორი ნიშნულით დაიწია

04 მარ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში  მსოფლიოში თავისუფლების შესახებ  საქართველოს მაჩვენებელმა ორი ნიშნულით დაიწია. შარშანდელის მსგავსად საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია, მაგრამ წელს ვითარება გაუარესებულია და, თუ შარშან 100-დან 63 ქულა ჰქონდა, წელს Freedom House-მა ქვეყანას მხოლოდ 61 ქულა მიანიჭა.

რაც შეეხება ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებას, 40-დან საქართველოს 24 ქულა აქვს. სამოქალაქო თავისუფლებას კი 60-დან მხოლოდ 37 ქულა აქვს მინიჭებული.


close დახურვა