logo
ENG



G7: გამოვხატავთ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ

14 აპრ 202422:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/14/q9es0l2bs1n57ms.jpeg

დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელსა და მის ხალხს.

განცხადების თანახმად, ლიდერები გმობენ ირანის "უპრეცედენტო თავდასხმას" ისრაელის წინააღმდეგ.

მათი თქმით, ირანმა თავისი ქმედებებით რეგიონის დესტაბილიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი, ვითარება კი ესკალაციის ზღვარზეა, რაც თავიდან უნდა იქნას აცილებული.

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამ სულისკვეთებით, ჩვენ მოვითხოვთ ირანმა და მისმა მარიონეტებმა შეწყვიტონ თავდასხმები და მზად ვართ, მივიღოთ ზომები ახლავე შემდგომი დესტაბილიზაციის ინიციატივების საპასუხოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, თანამშრომლობას გააგრძელებენ ღაზაში კრიზისის დასასრულებლად, მათ შორის მუშაობას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.

გუშინ, 13 აპრილს ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო


close დახურვა