logo
ENG



G7 რუსული ნავთობის ფასზე ჭერის დაწესებაზე შეთანხმდა

02 სექ 202219:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/m0ouykzsycwtwau.jpg

დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვის გეგმა შეიმუშავეს, რათა შეამცირონ რუსეთის შემოსავალი და შესაძლებლობა, "დააფინანსოს აგრესიული ომი".

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს ინფლაციასთან ბრძოლაში დაეხმარებათ და ძირს გამოუთხრის მოსკოვის შესაძლებლობას "გავლენა იქონიოს ენერგომატარებლების მსოფლიო ფასზე, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის".

გეგმის თანახმად, რუსეთმა შესაძლებელია გაყიდოს ნავთობი მხოლოდ დადგენილ ან უფრო დაბალ ფასად - გადამზიდ კომპანიებს აეკრძალებათ რუსული ნავთობის გადატანა ზღვით, თუ ის შეუსაბამო ფასად შეიძინეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა დონეზე დაწესდება რუსული ნავთობის ღირებულების ზღვარი, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას მკაფიოდ და გამჭვირვალედ აცნობებენ.


close დახურვა