logo
ENG



HRW: სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი თავდასხმები კვლავ გამოუძიებელია

20 აგვ 202420:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/20/17pep2e2pvlghl4.jpg

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch -მა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტისკოსებზე ძალადობრივი თავდასხმები კვლავ გამოუძიებელი რჩება, რაც ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო ძაბავს და მოახლოებული არჩევნების წინ ძალადობის რისკს ზრდის.

ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ამ ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებისკენ და რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

HRW წერს, რომ აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, ადამიანები, რომელთა ვინაობაც დაუდგენელია, თავს ათზე მეტ აქტივისტს დაესხნენ, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება, მათ არცერთი ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ. არსებობს შემაშფოთებელი ნიშნები იმისა, რომ ისინი პასუხისმგებელ პირთა დაკავებისთვის აუცილებელ საგამოძიებო ზომებს არ იღებენ", - წერია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ანგარიშში ხაზაგასმულია, რომ რუსული კანონის შემოღებამ საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი გამოიწვია.

"კანონი მიზნად ისახავს მთავრობის მიმართ კრიტიკული არასამთავრობო ჯგუფებისა და სამაუწყებლო მედიის მარგინალიზებასა და დისკრედიტაციას... ოცნების ლიდერებმა საჯარო გამოსვლებში მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი კანონის გამოყენებას იმ ჯგუფებისა და მედიის წინააღმდეგ აპირებენ, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

Human Rights Watch თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად, საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს ძალადობრივი თავდასხმები, დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს და საჯაროდ დაგმოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა.

 

 

 


close დახურვა