logo
ENG



IAEA: ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში მთავარ ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი გაწყდა

03 სექ 202223:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/jl5a3mv3w4s8inm.jpg
Reuters

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურმა სადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ მთავარ გარე ელექტროგადამცემ ხაზთან, მაგრამ განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას ქსელში სარეზერვო ხაზის მეშვეობით.

სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ სადგურის ექვსი რეაქტორიდან მხოლოდ ერთი დარჩა ექსპლუატაციაში.

ზაპოროჟიე, ექვსი რეაქტორით, არის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური. თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სადგურს რუსული ჯარები აკონტროლებენ. სადგური კონფლიქტის ერთ-ერთ კერად იქცა, სადაც მხარეები ერთმანეთს ქარხნის დაბომბვაში ადანაშაულებენ.

გაეროს ატომური მეთვალყურეობის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შესახებ მოხსენებას მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. 

ვენაში დაბრუნებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გროსიმ თქვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექვსი თანამშრომელი რჩება ზაპოროჟიეში. მან განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში ეს რიცხვი ორამდე შემცირდება და ისინი ელექტროსადგურს გრძელვადიან პერსპექტივაში დააკვირდებიან.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თურქეთს შეუძლია იყოს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხში.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.

რუს სამხედროებს ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.

პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიას ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.

ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.

თუმცა, როგორც რაფაელ გროსი ამბობს, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი.

"ასევე აქ იყო ბევრი ბირთვული მასალა, რომელსაც IAEA-ს მიერ შემოწმება სჭირდება". - აცხადებს გროსი.


close დახურვა