logo
ENG



ICRC: ზაპოროჟიეს სადგურიდან გაჟონვის შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარება შეუძლებელი იქნება

01 სექ 202213:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/kzu7vor5bkjncwk.png

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტ მარდინი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ "დროა, შეწყდეს ცეცხლთან თამაში".

კიევში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ICRC-ის გენერალურმა დირექტორმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურისა და მისი მსგავსი დაწესებულებების სამხედრო ოპერაციებისგან დასაცავად "კონკრეტული ზომების" მიღებისკენ მოუწოდა.

"მცირედმა არასწორმა გაანგარიშებამ შესაძლოა გამოიწვიოს განადგურება, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვინანებთ. როდესაც სახიფათო ადგილები ბრძოლის ველად იქცევა, შედეგები მილიონობით ადამიანისთვის და გარემოსთვის შესაძლოა იყოს კატასტროფული და გაგრძელდეს მრავალი წლის განმავლობაში. ატომური სადგურიდან გაჟონვის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა რთული ან სულაც შეუძლებელი იქნება და სწორედ ამიტომ ბრძოლა უნდა შეწყდეს", - თქვა მან.

დღეს, 1-ელ სექტემბერს ენერგოდარის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.

ცნობისთვის, სწორედ ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც დღეს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფმა ვითარების შესწავლა უნდა დაიწყოს. 


close დახურვა