logo
ENG



IDF-ის სპიკერის თქმით, ჰეზბოლა "სახიფათო თამაშს თამაშობს"

22 ოქტ 202310:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/gicqbysjfmoz667.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ჰეზბოლა "ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს" და შესაძლოა ლიბანი ომში ჩაითრიოს, რითაც ვერაფერს მიაღწევს.

"ნუთუ, მართლა მზად არის ლიბანის სახელმწიფო ღაზაში ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას საკუთარ კეთილდღეობასა და სუვერენიტეტს?", - დაწერა ვიცე პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა სოციალურ ქსელში.

ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმების გახშირების ფონზე ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 

ახალი გეგმა დამატებით 14 სოფელზე გავრცელდება. მანამდე IDF საზღვართან 2 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან აპირებდა ხალხის ევაკუაციას, რაც ჯამში 28 თემს მოიცავდა.

ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია 20 ოქტომბერს დაიწყო და თქვა, რომ ევაკუირებული მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში გადანაწილდებოდაგადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.


close დახურვა