ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მძევლების მისაღებად მზადება დაასრულეს.
სოცქსელებში IDF-იმ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მძევლების გადაცემისთვის რამდენიმე ლოკაცია მოამზადეს, მათ შორის სამედიცინო დახმარების პუნქტი.
მიღებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, მძევლები გადაყვანილნი იქნებიან ისრაელის სხვა საავადმყოფოებში, სადაც ოჯახებს შეუერთდნენ.
IDF ასევე აქვეყნებს სამზადისის სურათებს, მათ შორის ბავშვებისთვის მოწყობილ სათამაშო მოედანს, სამედიცინო ან სხვა ჰუმანიტარული საშუალებების ჩანთებს და სამხედრო ვერტმფრენს.
პირველ ეტაპზე ჰამასი ისრაელს 13 მძევალს გადასცემს, საპასუხოდ კი ისრაელი 39 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომლებიც ძირითადად ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან არიან. საერთო ჯამში, ჰამასის მხრიდან 50 მძევლის გათავისუფლება იგეგმება.
ამასთან, ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე შევიდა. ასობით ადამიანი ეგვიპტიდან ღაზაში გადასვლას ელოდება.