logo
ENG



IDF-ის თქმით, ჰამასი საავადმყოფოების ქვეშ საიდუმლო გვირაბებსა და ოპერატიულ ცენტრებს მალავს

28 ოქტ 202300:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/nn2h6j0ggycjf5k.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ჰამასი ღაზის მთავარ საავადმყოფოს თავისი საიდუმლო გვირაბებისა და ოპერატიული ცენტრების ფარად იყენებს.

"ჰამასმა ჰოსპიტლები მართვისა და კონტროლის ცენტრებად და ჰამასის მეთაურებისა და ტერორისტები თავშესაფრად გადააქცია", - განაცხადა პრესკონფერენციაზე IDF-ის პრესსპიკერმა დენიელ ჰაგარიმ.

მან აჩვენა ფოტოები, დიაგრამები და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც, მისი თქმით, აჩვენებს, როგორ იყენებდა ჰამასი საავადმყოფოს სისტემებსა და ალ შიფას საავადმყოფოს, კერძოდ, ღაზას ქვეშ სხვადასხვა სამეთაურო პუნქტისა და გვირაბების ფართო ქსელში შესასვლელების დასაფარად.

"ჰამასის ტერორისტები მოქმედებენ შიფას საავადმყოფოსა და ღაზას სხვა საავადმყოფოების შიგნით და ქვეშ", - განაცხადა ჰაგარიმ.

IDF-ის ცნობები ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეგრამ არხით უარყო და განაცხადა, რომ ისრაელი ტყუილს ავრცელებს.

ამასთან, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა მედჰათ აბასმა, განუცხადა CNN-ს, რომ ღაზას საავადმყოფოები "მხოლოდ პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება" და არ გამოიყენება "არავის დასამალად".


close დახურვა