logo
ENG



IDF: ლიკვიდირებულია ჰამასის რამდენიმე მებრძოლი, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ

10 ნოე 202315:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/tzu1zfew1szwyjq.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის რამდენიმე მებრძოლი, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოპერაციები სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა