logo
ENG



IDF: გათავისუფლებულია 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი

26 ნოე 202310:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/26/axyfmel1c3m6x8n.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასმა გუშინ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მძევლები ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანეს, შემდეგ კი ისრაელში დაბრუნდნენ.

IDF აცხადებს, რომ მძევლების ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან მათი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლების მესამე ჯგუფი დღეს გათავისუფლდება. 

24 ნოემბერს, ღაზაში მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი შედგა. ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.


close დახურვა