logo
ENG



IDF: მოვკალით ჰამასის მეთაური, რომელსაც ღაზის საავადმყოფოში 1000-მდე მძევალი ჰყავდა

11 ნოე 202316:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/11/wp1v4fykedsfih7.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, რომელსაც ღაზის საავადმყოფიში მძევლად დაახლოებით 1000 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. 

საუბარია აჰმედ სიამზე, რომელზეც, IDF-ის ცნობით, სამხედრო დაზვერვის მიერ შეგროვებული ინფორმაციის შემდეგ, გამანადგურებელი თვითმფრინავით მიიტანეს იერიში. მათი თქმით, ის ამ დროს ალ-ბურაქის სკოლაში იმალებოდა. 

"აჰმედ სიამის შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰამასი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის ადამიანურ ფარად იყენებს", - აცხადებს IDF. 

ორი დღის წინ თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სიამს 1000 პალესტინელი ჰყავს დატყვევებული და მათ საავადმყოფოს დატოვების საშუალებას არ აძლევს. 

 


close დახურვა