logo
ENG



IDF: ღაზის სექტორში უფრო მეტი სახმელეთო იერიში განხორციელდება

27 ოქტ 202312:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/b2zkiroyctkdtux.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში უახლოეს დღეებში სახმელეთო იერიშებს გააგრძელებენ, რათა ჰამასის წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპისთვის შეემზადონ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ხუთშაბათს სატელევიზიო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაციების მიზანია ჰამასის მებრძოლების მოკვლა, ტერორისტების მხრიდან მასშტაბური იერიშის შეჭრის საფუძვლის მოსპობა და ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სადაზვერვო პუნქტების განეიტრალება.

ჰაგარიმ ასევე დაამატა, რომ IDF აგრძელებს საჰაერო და საზღვაო თავდასხმებს ღაზის მიმართულებით და ფოკუსირებულია ჰამასის მაღალი რანგის მეთაურების ლიკვიდირებასა და ტერორისტთა ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

IDF-ის სპიკერმა ასევე ისრაელის აშშ-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მართალია, ვაშინგტონი დიდ დახმარებას უწევს ქვეყანას, თუმცა, საბოლოოდ, ისრაელის გადაწყვეტილებაა, როგორ წარმართოს ომი.

"მართალია, რომ აშშ-ს მრჩევლები ჩამოვიდნენ. ბევრს ვსწავლობთ მათი დიდი გამოცდილებიდან, მაგრამ ომი ჩვენს საზღვრებშია და არა ათასობით მილის მოშორებით. ჩვენ ასევე კარგად ვიცნობთ ღაზას. საბოლოოდ, ეს არის ისრაელის გადაწყვეტილება და გვესმის, რომ ჩვენი მიზნები უნდა შევასრულოთ.


close დახურვა