logo
ENG



IDFI: გერმანულ მოდელზე მსჯელობა შესაძლებელია

29 ნოე 201914:53
3 წუთის საკითხავი
 
bednehgia0y4tpr.png

არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნვეს, რომ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უნდა შედგეს. IDFI-ის წარმომადგენლის ლევან ავალიშვილის განმარტებით, თუ შეხვედრა არ შედგება, ეს ხელისუფლების რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. 

"ფაქტია, რომ ამაზე მსჯელობა შესაძლებელია. უბრალოდ, თუ ასეთი ხისტი პოზიცია არის, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და არანაირ დებატებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ეს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ცუდად გამოჩნდება. ფაქტია, რომ ორივე მხარის აქვს არგუმენტები", - განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა. 

 

 


close დახურვა