logo
ENG



IDFI: 2022-2023 წლებში, საქართველოში რუსეთის 73 000 მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად

12 ოქტ 202418:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/12/n1zsnsrfkd1fw1h.jpg

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)-ს წერს, რომ საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში საქართველოს 815 608 მოქალაქე წავიდა, ხოლო ქვეყანაში 265 ათასით ნაკლები დაბრუნდა - 550 919 საქართველოს მოქალაქე.

საქსტატის თანახმად, 2022-2023 წლებში ემიგრაციაში 118 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ვიდრე უკან სამშობლოში დაბრუნდა. ამავე დროს საქართველოში საცხოვრებლად 73.7 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა.

"2023 წელს ემიგრაციაში წასული 163 480 საქართველოს მოქალაქიდან 70% (114 438) 30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% (70,003) 15 წლამდე ბავშვია. გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861,077 პირი. არსებული დინამიკის გათვალისწინებით მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება", - წერია ინფორმაციაში.


close დახურვა