logo
ENG



IDF აცხადებს, რომ ჰამასის კიდევ ერთი მეთაური მოკლეს

28 ოქტ 202310:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/w6880efdjd6td34.jpg

ისრაელის არმია აცხადებს, რომ გასულ ღამეს განხორციელებული თავდასხმების დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. IDF-ის ინფორმაციით, ასემ აბუ რაკაბა 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ისრაელის სამხედრო პუნქტებზე შეტევაზე იყო პასუხისმგებელი.

"აბუ რაკაბა პასუხისმგებელი იყო ჰამასის დრონებზე, პარაპლანებზე, საჰაერო თავდაცვაზე. ის მონაწილეობდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვაში და ბრძანებებს აძლევდა ტერორისტებს, რომლებიც ისრაელში პარაპლანებით შეიჭრნენ და IDF-ის ობიექტებზე დრონებით დაესხნენ თავს", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა