logo
ENG



IDF აცხადებს, რომ ღაზას ერთ-ერთ საავადმყოფოში მძევლების ყოფნის ნიშნები აღმოაჩინეს

14 ნოე 202312:25
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის არმია ავრცელებს ვიდეოებსა და ფოტოებს, რომელიც მათი მტკიცებით აჩვენებს, რომ ღაზის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფში ჰამასი იარაღს ინახავდა. მათივე თქმით, ამავე ადგილას ჰყავდათ მძევლები.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს სარდლობის ცენტრი იარაღის არსენალით, მათ შორის ყუმბარებით, თვითმკვლელი ჟილეტები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები. მისი თქმით, ჰამასი ამ ყველაფერს რანტისის პედიატრიულ ჰოსპიტლის სარდაფში ინახავდა.

"ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ნიშნები იმისა, რომ ჰამასს აქ მძევლები ჰყავდა. ამჟამად ჩვენ ვიძიებთ საკითხს", - თქვა მან ბრიფინგზე.

კადრებზე მან აჩვენა საცხოვრებელი ოთახები, მათ შორის პატარა სამზარეულო, ასევე გვირაბის შახტი, რომელიც ჰაგარის თქმით, ჰამასის საზღვაო ძალების უფროსი მეთაურის სახლამდე მიდიოდა.

"ჰამასმა მთელი ეს ტერიტორია თავის კონტროლის ქვეშ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ომს ამ საავადმყოფოდან აწარმოებდა", - განაცხადა მან.


close დახურვა