logo
ENG



IDF თეირანის მოსახლეობას იერიშის შესახებ აფრთხილებს და ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

16 ივნ 202520:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/16/zvsxnitkv7xmx7u.jpeg

ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას მოსალოდნელი იერიშის შესახებ აფრთხილებს და მათ ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს.

"ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ თეირანის მესამე რაიონში აღნიშნული ტერიტორია", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, სერჟანტი კამალ პენჰასი.

უახლოეს საათებში ისრაელის არმია ამ ტერიტორიაზე მოქმედებებს ჩაატარებს, როგორც ეს ბოლო დღეებში თეირანში მოხდა, ირანის რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მიზნით", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, სერჟანტი კამალ პენჰასი.


close დახურვა