logo
ENG



IRI-ს კვლევის შედეგები

28 აპრ 202213:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია - ამის შესახებ  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან იკვეთება. აქვე  23%-დან 47%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება პოზიტიურად უმკლავდება რუსეთთან ურთიერთობას. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა მოქალაქეების არჩევანის შესახებ -  ევროკავშირში  გაწევრიანებას სრულად, ან ნაწილობრივ მოსახლეობის 88%, ხოლო NATO-ში გაწევრიანებას 75% უჭერს მხარს. ნიჰილიზმია ქვეყნის შიდა პოლიტიკური კლასის მიმართ - კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 31%;  ენმ - 16%;  გახარია საქართველოსთვის - 4%;  დროა - ელენე ხოშტარია - 2% და ა.შ. ამასთან, საზოგადოებაში ძალიან დაბალია ოპტიმიზმი და მხოლოდ 31 % ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას და მაღალ ფასებს ასახელებს


close დახურვა