logo
ENG



IRI: 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარს სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა

07 ნოე 202219:11
3 წუთის საკითხავი
 
IRI: 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარს სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხის არ აქვს.

 

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.


close დახურვა