საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82%-ისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ქართული სატელევიზიო არხებია.
53% ინფორმაციას ფეისბუქიდან იღებს.
8% - ქართული საინფორმაციო საიტებიდან.
3% - ქართული ბეჭდური მედიიდან.
3% - რუსული ტელეარხებიდან.
3% - დასავლური საინფორმაციო ინტერნეტგვერდებიდან.
2% - დასავლური ტელემედიიდან.
4% - მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ეცნობა.
გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%.